შინაარსზე გადასვლა

მარია ტერეზა ანიეზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ტერეზა ანიეზი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 17 ოქტომბერი, 1720(1720-10-17)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი მილანი
გარდ. თარიღი 19 იანვარი, 1795(1795-01-19)[1] [2] [3] [4] [5] (74 წლის)
გარდ. ადგილი მილანი
მარია ტერეზა ანიეზი ვიკისაწყობში

მარია ტერეზა ანიეზი ( იტალ. Maria Teresa Agnesi Pinottini ; დ. 17 ოქტომბერი , 1720, მილანი — გ. 19 იანვარი, 1795, იქვე) — იტალიელი პიანისტი და კომპოზიტორი. ცნობილი მათემატიკოსის მარია გაეტანა ანიეზის უმცროსი და.

მარია ტერეზა ანიეზმა სახელი ყველაზე მეტად თავისი მუსიკალური ნაწარმოებებით გაითქვა, თუმცა კლავესინზეც შესანიშნავად უკრავდა და მღეროდა. ჩვენამდე მოღწეული ნამუშევრების უმეტესობა განკუთვნილია კლავიშებიან მუსიკალურ ინსტრუმენტებზე შესასრულებლად, ასევე სოლო ან თანაშემსრულებელთა პარტიებისთვის.მარია ტერეზა ანიეზი დაიბადა მილანში პიეტრო ანიეზის არისტოკრატულ ოჯახში. თავის უფროს და უფრო ცნობილ დასთან, მარია გაეტანასთან ერთად ადრეული ასაკიდანვე მიიღო განათლება. მარია გაეტანა ნიჭიერი მათემატიკოსი იყო და ბევრ უცხო ენაზე საუბრობდა. სანამ ის ლექციებს კითხულობდა მთელ ევროპაში, მარია ტერეზა ატარებდა კონცერტებს. მარია ტერეზა დაქორწინდა პიერ ანტონიო პინოტიზე 1752 წლის 13 ივნისს და მეუღლესთან ერთად დასახლდა იმ მხარეში, სადაც ცხოვრობდნენ მხატვრები და ინტელექტუალები. თუმცა, საბოლოოდ ოჯახი გაკოტრდა, რის შემდეგაც პინოტი მალე გარდაიცვალა.

ცოტა რამ არის ცნობილი მარია ტერეზას შესახებ. არ არსებობს ინფორმაცია მისი განათლებისა და მასწავლებლების შესახებ და თითქმის არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია მისი ნაწარმოებების დაწერის თარიღზე. მისი მრავალი ნამუშევარი დაიკარგა, თუმცა არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი ოდესღაც არსებობდა. მოძრაობა ქალთა უფლებებისთვის უფრო ფართოდ იყო გავრცელებული ვენასა და დრეზდენში, ვიდრე მის მშობლიურ მილანში, ამიტომ მარია ტერეზას შეეძლო წარმატებული კარიერა ჰქონოდა და ამ ქალაქებში უფრო მადლიერი აუდიტორიის ეპოვნა, ვიდრე მშობლიურ მილანში.

მარია ტერეზამ რამდენიმე ცნობილი კონცერტი გამართა. მათ შორის, სავარაუდოდ, ყველაზე ცნობილი იყო 1739 წლის 16 ივლისის გამოსვლა, როდესაც მისმა მუსიკამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცნობილ ფრანგ მოგზაურ შარლ დე ბროსეზე. თუმცა ბროსეს გარდა, გრაფმა ჯეროლამო რიკატიმ მას ქების წერილები გაუგზავნა, სადაც აღფრთოვანება გამოხატა მისი ნაწარმოებების და მუსიკალური ნიჭის მიმართ. მისი თეატრალური დებიუტი ასევე აღსანიშნავი მოვლენა გახდა. ეს იყო პასტორალური კანტატა, Il Ristoro d'Arcadia, რომელიც დაიდგა მილანში, Teatro Regio Ducal-ში 1739 წელს. მის მფარველებს შორის იყვნენ იმპერატრიცა მარია ტერეზა და მარია ანტონია ვალპურგა, საქსონიის კურფიურსტის ქვრივი, რომელიც თავად იყო ნიჭიერი კომპოზიტორი. არსებობს ინფორმაცია, რომ იმპერატრიცამ იმღერა მარია ტერეზას ერთ-ერთ კონცერტზე 1747 წელს.

დღეს ანიეზის მუსიკა იშვიათად სრულდება. მისი კლავიატურის მუსიკა, ხშირად ტექნიკურად რთული შესასრულებელი, ყოველთვის არ არის ორიგინალური. ანიეზის მუსიკა გაუმჯობესდა მთელი მისი მუსიკალური კარიერის განმავლობაში. მისი ადრეული ნამუშევრები საკმაოდ მარტივია, ხოლო შემდგომი ნამუშევრები — უფრო ვირტუოზული, რთული და მელოდრამატული.

ოპერები და სხვა ნაწარმოებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დრამატული ნაწარმოებები (ოპერისთვის)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • La Sofonisba (dramma eroico, 3, G.F. Zanetti)
  • Ciro in Armenia (dramma serio, 3, Agnesi), Milan, Teatro Regio Ducal, 26 Dec 1753, Act 3 frags.
  • Il re pastore (dramma serio, 3, P. Metastasio), 1755
  • La Insubria Consolata (Componimento drammatico, 2), Milan, 1766-Nitocri (dramma serio, 3, A. Zeno), Act 2 frags.
  • II Restauro di Arcadia (cant. pastorale, G. Riviera), Milan, Teatro Regio Ducal, 1747 (დაკარგული)

სხვა (კლავიატურებისთვის, მცირე ანსამბლებისთვის და ხმებისთვის)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 12 arias
  • Aria en Murki: Still, stille Mann!,
  • 4 concs. (F, F, F, D) (str pts missing in A-Wn, D-Dl), 1 cited in 1766 Breitkopf catalogue
  • Sonata, G, cited in 1767 Breitkopf catalogue (1998)
  • Sonata, F (1992)
  • Allegro ou Presto
  • Allemande militare & Menuetto grazioso, kbd (with special stops), ed. F. Brodszky, -Thesaurus Musicus, xvii (1962)
  • დაკარგული: conc., Eâ, hpd, cited in 1766 Breitkopf catalogue; sonata, G, kbd, cited in 1767—Breitkopf catalogue; Airs divers
  • Hofkomponistinnen in Europa: Aus Boudoir und Gärten, Vol. 2
  • სონატა კლავესინისთვის სოლ მაჟორში
  • კომპაქტ დისკი “Note Femminill” — კონცერტი
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 IMSLP — 2006.
  4. 4.0 4.1 FemBio database
  5. 5.0 5.1 Musicalics